მარტივი გზა იყო ჯანმრთელი!
რატომ ონლაინ კაბინეტი?
კვლევების პასუხები

ონლაინ კაბინეტი გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას სწრაფად და მარტივად აკონტროლოთ ჩატარებული კვლევების პასუხები. თქვენ აღარ დაგჭირდებათ კვლევების პასუხების მისაღებად კლინიკაში მისვლა ან ექიმთან დარეკვა. პასუხის დამზადებიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში ის აიტვირთება თქვენს ონლაინ კაბინეტში,  ან მიიღებთ შეტყობინებას, რომ დაუკავშირდეთ თქვენს პირად ექიმს.

ექიმთან ჩაწერა

ონლაინ კაბინეტის დახმარებით კლინიკაში დარეკვის გარეშე შეგიძლიათ დაგეგმოთ ვიზიტი პირად ექიმთან. თქვენ უთითებთ სასურველ თარიღსა და დროს, პირად ექიმთან ვიზიტის მიზეზს და ქოლ ცენტრის წარმომადგენელი გიკავშირდებათ ერთი საათის განმავლობაში. ვიზიტზე ჩაწერის მოთხოვნა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ნებისმიერ დროს - როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო საათებში. 24 საათიანი ცხელი ხაზის ოპერატორი დაგიკავშირდებათ მოთხოვნის მიღებისთანავე.

გზავნილები პირად ექიმს

კურაციო გთავაზობთ არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, იყოთ მუდმივ კონტაქტზე თქვენს პირად ექიმთან. ნებისმიერ დროს და ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ მას ონლაინ კაბინეტის ჩატის საშუალებით. თქვენ მიერ გაგზავნილ შეტყობინებაზე პასუხი დაგხვდებათ მომდევნო დღეს  (სამუშაო დღე).  

დანიშნულებები

ონლაინ კაბინეტში სისტემატურად აიტვირთება კლინიკაში ჩატარებული კონულტაციების შედეგად მიღებული ექიმის დანიშნულებები. თქვენ აღარ დაგჭირდებათ წერილობითი დანიშნულებების შენახვა და მათი კონტროლი. კონსულტაციის შემდეგ ექიმის დანიშნულება ავტომატურად აიტვირთება ონლაინ კაბინეტში. თქვენ მიერ ჩატარებული ძველი კონსულტაციის დანიშნულებებიც აისახება ონლაინ კაბინეტში, რაც გაგიმარტივებთ ჯანმრთელობის კონტროლს!

მედიკამენტები

შეგიძლიათ იხილოთ ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტების ჩამონათვალი თქვენს ონლაინ კაბინეტში. მედიკამენტზე დეტალური ინფორმაციის სანახავად უბრალოდ ირჩევთ მას. ამის შემდეგ თქვენი კაბინეტი გადადის გვერდზე, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მედიკამენტის გამოწერის თარიღი, დოზა, მიღების წესი და ხანგრძლივობა. ამავე გვერდზე ნახავთ ექიმის ჩანაწერს, მითითებული დიაგნოზით,   რის გამოც დაგენიშნათ კონკრეტული მედიკამენტი.  ზოგი მედიკამენტი, რომელიც ექიმის მიერ ხანგრძლივადაა დანიშნული, არის განახლებადი.  ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ, ექიმთან დარეკვის გარეშე, მოითხოვოთ მედიკამენტის განახლება. დადებითი პასუხის შემთხვევაში თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება და მიგეთითებათ განახლებული გამოწერის თარიღი და მიღების ხანგრძლივობა. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში  პირადი ექიმი თავად დაგიკავშირდებათ.

სამედიცინო ისტორია

ონლაინ კაბინეტი არის თქვენი ელექტრონული სამედიცინო ისტორია. ამ განყოფილებაში თავმოყრილია თქვენ მიერ გადატანილი და მიმდინარე დაავადებების ჩამონათვალი,  ექიმის დასკვნები და დანიშნულებები. ეს, მართლაც რომ, უნიკალური შესაძლებლობაა, აკონტროლოთ მთელი თქვენი სამედიცინო ისტორია, გადახედოთ, რა დაავადება გაქვთ გადატანილი და როგორ იმკურნალეთ. ჯანმრთელობის კონტროლი ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა!